www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიკური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის მიღება/გაგზავნა;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა და მარაგების კონტროლი;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** კომპანიის ოფიციალური მეილების კონტროლი;
** შეხვედრების ორგანიზება და ვიზიტორების მიღება-გასტუმრება;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR- კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა;
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** თანამშრომლების მხარდაჭერა ყველა ადმინისტრაციულ საკითხში;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი,
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |