www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესი", ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს დღის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალებში.

თუ ხართ კომუნიკაბელური, ფლობთ ინგლისურ ენას (B1-B2 დონე) და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 15 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი, რუსთავი".

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე სალომბარდე ნაწილში, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს.

სამუშაო ცვლები:

** 6 საათიანი (09:00-15:00/15:00-21:00);
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა;

ანაზღაურება - დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა ბონუსები, შედეგებიდან გამომდინარე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ფულადი გზავნილების მომსახურება;
** ნაღდი კონვერტაციები;
** სალომბარდე, კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება;

კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ მცირე უპირატესობა. განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |