www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ტელნეტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

კომპანია "ტელნეტი" აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT მხარდაჭერას კვალიფიციური გუნდის დახმარებით.

"ტელნეტის" უპირატესობა არის, IT სერვისების ერთ პროდუქტში გაერთიანება. კომპანიის წარმატება ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც სრულად გაიზიარებს ჩვენს მიზნებს, სტრატეგიას და ღირებულებებს. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

"ტელნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ. ბოხუას #4.
დრო: ორშაბათი-პარასკევი : 10:00 - 18:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ტექნიკური დეპარტამენტის მართვა (სერვის მენეჯერები, სერვის კოორდინატორები და IT მხარდაჭერის ინჟინრები).
** პროექტების დაგეგმვა და ტექნიკური რესურსების მართვა.
** დამკვეთის ბიზნეს ამოცანის ანალიზი და ტექნიკურ დავალებაში გადატანა;
** საჭიროების მიხედვით, სისტემური, ქსელის და ბაზების ადმინისტრატორებთან ურთიერთობა და საკითხების მათთან ესკალაცია.
** IT მხარდაჭერის ინჟინრებისთვის სამოტივაციო სქემის შემუშავება და დანერგვა.
** ბიუჯეტის მომზადება და მართვა.
** რესურსების განსაზღვრა, გუნდის დაკომპლექტებაში ჩართულობა და მართვა.
** კომპანიაში არსებული პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** გაყიდვების გუნდთან ერთად კოლაბორაცია, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან ჩართულობა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება.
** ბაზრისთვის საჭირო ახალი სერვისების და პროდუქტების მოფიქრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (ტექნიკური გუნდის მართვა ჩაითვლება უპირატესობად);
** ტექნიკური მიმართულების სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@telnet.ge

სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: IT გუნდის ხელმძღვანელი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |