www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი
მომწოდებელი: უფლებები საქართველო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

"უფლებები საქართველო" აცხადებს კონკურსს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე.

ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის "ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ფარგლებში, რომელსაც "უფლებები საქართველო" USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

ანაზღაურება: 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით)
სამუშაოს დაწყების დრო: 15 ივნისი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას)

მოვალეობები:

** პროექტის დირექტორისა და კოორდინატორის ზედამხედველობით, სტრატეგიული სამართალწარმოების წარმართვა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე (თბილისი და რეგიონები);
** პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** განაცხადების, საჩივრების, სარჩელებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** საქმის წარმოება და პროექტის ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
** პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
** პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** საერთო სპეციალიზაციის ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
** საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
** ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე); სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტიანი კომუნიკაცია და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:

1. რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3. ორი რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით;
4. საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობის ასლი;
5. იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება.
** გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |