ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:
** კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი;
** გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი;
** სტაციონარული დეპარტამენტი;
** საოპერაციო;
** ანესთეზიის დეპარტამენტი;
** სასტერილიზაციო;
** ფლებოტომია;
** სამანიპულაციო.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით;
** აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა;
** დადგენილი წესის დაცვით დოკუმენტაციის წარმოება საექთნო საქმის თითოეული ეტაპის შესახებ;
** ცვლის სრულყოფილად გადაბარება, არსებული, ათვისებული და დარჩენილი ერთჯერადი მოხმარების საგნების აღრიცხვა;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სისტემაში მონაწილეობა;
** დარგობრივი აქტივობა, პროფესიულ ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურთან შესაბამისი დიპლომი ან/და უმაღლესი განათლების საექთნო საქმის ბაკალავრის დიპლომი;
** მინიმუმ ერთწლიანი პრაქტიკოს ექთნად მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგებზე ორიენტაცია
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
პიროვნული თვისებები:
** მზრუნველი
** ჰუმანური
** პუნქტუალური
** ემპათიური
** სანდო
** კეთილსინდისიერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.