სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი.
"გორგია" მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს.კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
გორგია წარმოდგენილია 11 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებულ მომხმარებლებთან მუშაობა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
** მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა;
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
** გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!