"BETSOLUTIONS LLC" არის გემბლინგ პროდუქტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია. იგი წარმოადგენს მძლავრ გემბლინგ პლატფორმას 3500 კაზინო თამაშით, 40-ზე მეტ გადახდის საშუალების პროვაიდერით. კომპანიას გააჩნია საკუთარი, Betradar-ის მიერ სერტიფიცირებული სპორტსბუქი, ასევე სლოტები, კაზინოსა და მაგიდის თამაშები.
კომპანია "ბეთსოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თითოეული პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** პროდუქტების სარეკლამო გეგმის შემუშავება;
** ახალი არხების მოკვლევა პროდუქტების მარკეტინგისთვის;
** ციფრულ არხებში კამპანიების წარმოება;
** გაყიდვების ინსტრუმენტების მთელი სპექტრის შექმნა (სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მის ტექნიკურ განხორციელებაში მონაწილეობა);
** ბრენდთან დაკავშირებული მასალების წარმოების კოორდინაცია (ბრენდის წიგნი);
** მარკეტინგული რესურსების წარმოების კოორდინაცია, როგორიცაა სარეკლამო ბროშურები, ბუკლეტები, სარეკლამო ვიდეოები და ფოტოები;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნა;
** კორპორაციული ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და სოციალური მედიის პლატფორმის შექმნისა და თავდაპირველი გაშვების კოორდინაცია;
** შესწავლა, დაწერა და დარედაქტირება ორგანიზაციული პუბლიკაციების შიდა და გარე აუდიტორიისთვის, მათ შორის კლიენტების/თანამშრომლების საინფორმაციო ბიულეტენები, პრესრელიზები, ბლოგ პოსტები, სოციალური მედიის პოსტები, შემთხვევის კვლევები და ა.შ.
** გამოფენებზე კომპანიის წარდგენის დაგეგმვა და განხორციელების მართვა.
** განხორციელებული მარკეტინგული პროექტების წარმატების დონის გაზომვა და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება მარკეტინგის კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების მომართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
სხვა მოთხოვნები:
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@betsolutions.com არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა.
წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი სივი ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში, თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით. სივის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოხსენებულზე.
გისურვებთ წარმატებებს!