www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დილის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო რივერ საიდი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021 ცნობილი ამერიკული კომპანია "Tripadvisor inc" სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

სასტუმრო "რივერ საიდი" აცხადებს ვაკანსიას დილის მზარეულის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: დილის 07:00-დან 12:00-მდე, 6 სამუშაო დღე კვირაში;
დარიცხული ხელფასი: 1, 000 ლარი

მოთხოვნები:

** სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროში დილის საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ჩვენთან გუნდში შეძლებთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |