www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნატალი აკადემია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"NATALI" სილამაზის სამყაროში ძლიერი და რესპექტაბელური ბრენდია. "NATALI"-ს პირველი სილამაზის სალონი თბილისში 1995 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ უპირობო ლიდერია სილამაზის ინდუსტრიაში.

"NATALI" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა;
** შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება;

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსულიც;

აუცილებელი თვისებები:

** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

პირობები:

** სამუშაო არის ცვლებში. სრული ნამუშევარი ცვლის ანაზღაურება არის 50 ლარი (ხელზე მისაღები).
** შესაძლებელია 09:00-21:00 სთ, ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება.
** ან 09:00-15:00, 15:00-21:00 სთ, კვირაში ერთი დღე დასვენებით.

დაინტერესების შემთხვევაში, CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@natali.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება.

"NATALI" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

შპს "NATALI"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |