"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ფაკულტეტის სპეციალისტის პოზიციაზე (2 ვაკანტური ადგილი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა
** სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფორმაციის მიწოდება, გაცემა, კომუნიკაცია პედაგოგებთან, სტუდენტებთან;
** პირადი საქმეების მიმდინარე წარმოება/დამატება და დაცვა;
** მობილობის პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა ;
** სტუდენტების პირად განცხადებებთან მუშაობა:
** ფაკულტეტის კუთვნილი ტექნიკის გაცემა-დაბრუნების კონტროლი;
** მიმდინარე საქმისწარმოებითი სამუშაოები;
** სტუდენტთა სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრისათვის;
** საფაკულტეტო ელექტრონული ფოსტის კონტროლი და მართვა;
** სოციალურ ქსელებში და სასწავლო ელექტრონულ ბაზაში სტუდენტების საინფორმაციო მომსახურება;
** დახარვეზებული პირადი საქმეების კორექცია;
** საგამოცდო ცენტრის გარეთ შესაბამის მატერიალურ ბაზაზე ჩასატარებელი გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფა;
** აკადემიური რეგისტრაციის პროცესი და ტექნიკური დახმარება;
** სტუდენტთა საგნების აღიარებების ბაზაში ასახვა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათების რაოდენობა: 40 საათი კვირაში
** გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)
კონკურსის ეტაპები:
** საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
კონკურსის ვადა: საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 6 ივნისის ჩათვლით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge