www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: მეტრო სერვის პლიუსი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"მეტრო სერვის +" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოლარეების სამუშაო გრაფიკის შედგენა და მისი შემდგომი დაცვის კონტროლი.
** მოლარეების მიერ ხელშეკრულებების, ბრძანებების და კომპანიის ყველა სახის პროცედურების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში ხელმოწერების უზრუნველყოფა.
** მოლარეების მხრიდან ყველა შიდა პროცედურის და წესის დაცვის უზრუნველყოფა.
** შვებულებების მენეჯმენტი. ზეგანაკვეთური საათების ყოველთვიური აღრიცხვა.
** ჩარიცხული თანხების და უნაღდო ანგარიშსწორების რეპორტების მომზადება.
** წინადადების მომზადება მომსახურების პროცედურის ან შიდა სტანდარტის შეცვლის შესახებ, ადეკვატური არგუმენტირებით.
** სალაროს დათვლა კონტროლის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში.
** საჭირო მატერიალური და საინფორმაციო რესურსების მოთხოვნა და მიწოდების უზრუნველყოფა.
** სხვა ფუნქციები, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით.
** საოფისე პროგრამების, Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული წერითი და მეტყველების უნარები;
** ახალ გარემოებებთან, ფორსმაჟორულ სიტუაციებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** მართვის უნარები.
** კეთილგანწყობილი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-19:00 საათამდე. შესვენება 1 საათი.

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ 22 ივნისამდე გამოაგზავნოთ CV მისამართზე: HR@msplus.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |