www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკურიერო სამსახურის კურიერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას საკურიერო სამსახურში კურიერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1300 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

** I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00, შაბათი 12:00 - 16:00; კვირა დასვენება;
** II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 - 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს, A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა და უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა ან CV საფუძველზე;
** გასაუბრება;
** ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკურიერო სამსახურის კურიერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |