www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგარანტიო ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

"თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, "თეგეტა დისტრიბუცია", აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო ოფიცრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** საგარანტიო პროცესისთვისსაჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა;
** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა;
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი;
** წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში;
** ზოგადად პროცესის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იხილეთ განცხადება: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=846

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |