www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნაშთების აუდიტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ნაშთების აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სამგორი
ანაზღაურება: 1400 - 1600 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის მიღება-დაბრუნების დოკუმენტაციის კონტროლი და კორექტირება;
** ჩამოწერილი და სადეგუსტაციო პროდუქციის, ასევე, სხვადასხვა სახარჯი მასალის აღრიცხვა და პროგრამულად გასწორება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და მონაცემების პროგრამულად ასახვა;
** აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და შესაბამის ბაზებში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქსელურ სუპერმარკეტებში მსგავს ან ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ნაშთების აუდიტის სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |