სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქციები:
** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; ბრენდის სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
** გაყიდვების ანალიზი და პროგნოზირება;
** გაყიდვების გეგმების შედგენა, მონიტორინგი, სტიმულირება;
** მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
** მარაგების მართვა;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** ბიუჯეტის შედგენა, მენეჯმენტთან შეთანხმება და მართვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
** სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანი, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშობის უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!