www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

კომპანია "3D Painter" სუვენირების მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის მაღაზიათა ქსელში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის და დასაქმებულთა სამუშაო პროცესის მართვა;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა;
** მაღაზიის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის შეკვეთა, გაფორმება;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება;
** გაყიდული პროდუქციის ადგილზე შემოწმება და შეფუთვა;
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაყიდვების განხრით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია დამატებითი უცხო ენების ცოდნაც).

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** ლიდერული უნარ-ჩვევები და გუნდის მართვის უნარის ქონა;
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების დროს შემოწმდება კანდიდატის უცხო ენის ცოდნის დონე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |