"თეგეტას" გუნდში სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=837
ადგილმდებარეობა: ფოთი
ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.
გვჭირდება კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც შეუძლია:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
რას აკეთებს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი?
** ახალი კორპორაციული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით; აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** კორპორაციული კლიენტებისთვის შეთავაზების მომზადება;
** კორპორაციულ კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციის მომზადება, გაცნობა უშუალო ხელმძღვანელისთვის, ვიზირება და კლიენტისთვის ხელმოსაწერად გამზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ბრენდ მენეჯერებისთვის ე.წ. სპეც. ფასების შეთანხმება (კორპორაციული ფასი);
** კორპორაციული კლიენტების შესახებ ინფორმაციის და ხელშეკრულების პირობების პროგრამულად ასახვა - პროგრამა SAP-ERP-ში;
** პროგრამა SAP-ERP-ში კორპორაციული კლიენტებისთვის განკუთვნილი პროდუქციის პროგრამული ბლოკირება; საჭიროების შემთხვევაში ბლოკის მოხსნა;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის კვირის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების და კლიენტების შესახებ (სრული ინფორმაციის მიწოდება);
** კორპორაციული კლიენტების ბრუნვების შესახებ ანალიზის გაკეთება და აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პირობების განახლება: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასების ცვლილების განხორციელება, ახალი პირობების შეთავაზება ბრუნვის გაზრდის მიზნით;
** კორპორაციული მომხმარებლების კონსიგნაციებისა და ლიმიტების კონტროლი; დებიტორების დავალიანების კონტროლი;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი - როგორც კომპანიის ასევე კლიენტის მხრიდან;
** კორპორაციული კლიენტების პორტფელის წარმოება, რეპორტინგი და ანალიტიკა
ჩვენ დაგახვედრებთ:
** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც.
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.
იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა".