"პრაიმ რითეილ გრუპი" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Pinko, Pal Zileri, Wolford და DKNY.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (გალერია თბილისი);
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
ანაზღაურება: 700 ლარი (+ ბონუსი).
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის რეალიზება ეტიკეტისა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება არსებული სტანდარტის დაცვით;
** პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება, ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
** მზარდ ბიზნესს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიან სისტემას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით შემდეგ მისამართზე: info@primeretail.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.06.2023
გისურვებთ წარმატებას!