www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული-კომი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მზარეული-კომი შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს თანამშრომელთა ორგანიზებული მუშაობა მაღალი ხარისხის მისაღწევად;
** მოათავსოს პროდუქცია შესაბამის ადგილზე;
** მოამზადოს კერძები დადგენილი რეცეპტების შესაბამისად;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

მოთხოვნა: პროფესიული განათლება სასმელების და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |