სასტუმრო "გალფ აკვამარინი" - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.
სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.
სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" აცხადებს ვაკანსია მიმტანის თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე
** მაგიდების შემოწმება გაწყობა სტანდარტების მიხედვით
** მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა
** შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** უშუალო ზედამხედველის დეტალური ინფორმირება სტუმრის უკმაყოფილების და სხვა არაორდინალური სიტუაციების შემთხვევაში
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებთან და კოლეგებთან სწორი და დადებითი და პროაქტიული და ეფექტური კომუნიკაცია
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
** სტუმრის მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა და მისი მოლოდინის გადაჭარბება შესაბამისი მომსახურების შეთავაზებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარები:
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!