კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
"3D Painter" ამზადებს სუვენირებს და ჯილდოებს. მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა, გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია Adobe Photoshop-ის და Corel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფოტოების დამუშავება;
** დიზაინის შექმნა სპეციალურ პროგრამაში (შეისწავლის ადგილზე);
** დიზაინის მომზადების პროცესში კრეატიული იდეების მოძიება და კლიენტისთვის შეთავაზება.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიული აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, სავაჭრო ცენტრი "შავი ზღვის მოლი"
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: 3dpainter.hr@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.