"Lopota Lake Resort & Spa" დაარსდა 2008 წელს, იგი შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.
რეზორტი დღესდღეობით აერთიანებს: სასტუმროს ტიპის 232 აპარტამენტს, ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზს, ლოპოტას ტყის სპას, ფიტნეს ცენტრს, ქართულ/ევროპულ/აზიურ სამზარეულოს, ღია ბუნგალოებსა და ბარებს, კალათბურთისა და ხელბურთის კორტებს, მინი გოლფის მოედანს, სათევზაო სივრცესა და საჯინიბოს და სხვა არაერთ გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულთათვის, ასევე, ბავშვებისათვის (https://www.lopotaresort.com/ge/).
იგი სასურველი დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
სასტუმრო კომპლექსი "Lopota Lake Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** საშვის რეჟიმის დაცვა, ვიზიტორთა მიმოსვლისა და მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის კონტროლი;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარ-შესაძლებლობები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი (ზეპირი/წერილობითი).
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო პერიოდში კვებით უზრუნველყოფასა და ტრანსპორტირებას თელავიდან ან/და მიმდებარე სოფლებიდან;
** სასტუმროს მომსახურებებზე ფასდაკლებებს თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: თვის განმავლობაში დაახლოებით 10 სამუშაო დღე (24სთ-იანი ცვლა).
** ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
** ანაზღაურება განისაზღვრება ტერიტორიის სპეციფიკისა და კონკრეტული პოზიციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე a.nozadze@lopotaresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.