შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დახარისხების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს მიზანია კომპანიაში მიღებული საფოსტო გზავნილების დახარისხება არსებული წესის შესაბამისად.
დასაქმების ხანგრძლივობა - 3-6 თვე.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი: გამოძახების შემთხვევაში, ყოველ მეორე დღეს, 18:00 სთ-დან ფოსტის დახარისხების დასრულებამდე. (სამუშაო საათების რაოდენობა რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად).
ძირითადი მოვალეობა:
** საფოსტო გზავნილების დახარისხება;
** გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;
** გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;
** ზედნადებების, გზავნილების რეესტრების და მანიფესტის ფორმების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და/ან (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დახარისხების სპეციალისტი" .
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10.06.2023