შპს "საქართველოს ფოსტა" საერთაშორისო ურთიერთობების და საოპერაციო დეპარტამენტში, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, (1 საათიანი შესვენება) შაბათი - 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე;
ანაზღაურება - 950 ლარი.
ძირითადი მოვალეობა:
** შემომავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა;
** გზავნილების დახარისხება არსებული წესის დაცვით მათი შემდგომი დამუშავების/გაგზავნის მიზნით;
** გზავნილების სკანირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დამხმარე სპეციალისტი (საოპერაციო მიმართულება).
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15.06.2023