შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 750 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭებათ ქოლცენტრში ან/და მომსახურების სფეროში მომუშავე კანდიდატებს;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლცენტრის ოპერატორი".