www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპეციალისტი
მომწოდებელი: ქალები მომავლისთვის
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ააიპ ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტის პოზიციაზე.

"ქალები მომავლისთვის" (https://w4t.ge/About-us) არის ბიზნესასოციაცია, რომელიც საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს ძლიერ, წარმატებულ ქალებს სხვადასხვა სფეროდან. ასოციაციის მისიაა ქალთა გაძლიერება, მათი როლის წინ წამოწევა და ჩართვა ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებში. ბიზნეს ფედერაცია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვასა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

პასუხისმგებლობები:

** ღონისძიებებისა და შეხვედრების დაგეგმვა ორგანიზება თბილისსა და რეგიონებში;
** აქტივობების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი;
** კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
** კომუნიკაცია ბიზნესასოციაციის წევრებთან;
** შიდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება;
** ბიზნეს ფედერაციისთვის ვალიდური პროექტების, სტატისტიკის, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სპეციალისტის ან მსგავსი შინაარსის მქონე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (C1);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტექნიკური დავალება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების მიმართ ადაპტირების უნარი;
** მოქნილობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@w4t.online.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 ივნისი.

ააიპ ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |