www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეამოწმოს შენობა-ნაგებობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით დაუყონებლივ მიმართოს უფლებამოსილ პირ (ებ)ს;
** სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედური შემთხვევებზე მოახდინოს რეაგირება და კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნულის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს;
** მიიღოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ყველა ზომა, დასაქმებულებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით;
** მიიღოს ზომები და აღკვეთოს ობიექტზე მომხდარ ყველა იმ ინციდენტთან (ჩხუბი, ქურდობა და სხვა) დაკავშირებით, რაც საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფ პირებს;
** აწარმოოს ობიექტის შემოვლა/დათვალიერება უსაფრთხოების მიზნით;
** ექვს თვეში ერთხელ კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტაროს კანონმდებლობით/სტანდარტებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესრულებასა და მისგან გამომდინარე რისკების პრევენციასთან დაკავშირებით ტრენინგები.
** კოორდინაცია გაუწიოს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლების საქმიანობას და საჭიროებისამებრ, მაგრამ სულ მცირე ყოველთვიურად დაგეგმოს მათთან შეხვედრები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

საჭირო უნარები:

** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |