საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "TopTrans", აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ქოლცენტრის გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა" (ჯუმბერ ლეჟავას ქ. # 22)
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-18:00, პარასკევი 10:00-16:00 (13:00-14:00 შესვენება)
** ანაზღაურების სისტემა: ხელზე ასაღები 800-1300 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით და ბონუსები გაყიდვებიდან.
** 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან
** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება
** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩევის ეტაპები:
** მიღებული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@toptrans.ge
გისურვებთ წარმატებებს!