"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ფარმაცევტის ვაკანსიას თბილისში.
"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის #23
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე (დეკრეტული ვადის შემცვლელი)
ძირითადი მოვალეობები:
** მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი;
** განყოფილებების მიხედვით;
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
** აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
** აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება სავალდებულოა ფარმაციის მიმართულებით;
** სასურველია ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 07 ივნისი, 2023.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/farmacevti---dekretuli-vadis-shemcvleli/920
"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.