www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge/)აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** პოსტების თემატურად დამუშავება;
** სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება;
** Gif-ბანერების დამზადება;
** ვებ გვერდისათვის სარეკლამო გვერდისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება კომპანიის ბრენდბუქის შესაბამისად;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა-მომზადება დასაბეჭდად და საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
** საჭიროების შემთხვევაში საგამოფენო დარბაზის 3D პროგრამით მომსახურება;
** სტამბებთან ურთიერთობა;
** მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე;
** ფოტოების გადაღებებისა და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** Adobe პროგრამების: Photoshop, Illustrator, Corel, ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 25 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ behance-ის ლინკი და CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |