www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "თბილისი მედიკ"  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ლაბორატორიული მასალების კატეგორიაში.  

"თბილისი მედიკი" მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.  

კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში". 

ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, "თბილისი მედიკი" ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). 
ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს. 

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
** ყოველდღიური გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა;
** კონკურენტების შესწავლა;
** კონკრეტული მიმართულების (კატეგორიის) ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის განკარგვის ეფექტურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge  2023 წლის 30 ივნისის  ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |