სასტუმრო "Holiday Inn" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
დასაქმების პერიოდი: სეზონური, 3-4 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
** პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
** სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@hi-tbilisi.com. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.