www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი

სასტუმრო "Magnika" დასაქმებულს უზრუნველყოფს საკვებითა და საცხოვრებლით.

სამუშაო გრაფიკი ცვლადი კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: 1200 ლარი + თიფსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ
** შეკვეთების მიღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება
** შვედური მაგიდის მომსახურება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით
** სწრაფი და თავაზიანი მომსახურება კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge და ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |