შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე თელავის სერვისცენტრში.
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 850 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კურიერი (თელავი)".