www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინდივიდუალური პროექტების კონსულტანტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური პროექტების კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: თორნიკე ერისთავის ქ. #2

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება-მომსახურება
** დამკვეთთან კომუნიკაცია დეტალების გაცნობის მიზნით
** ავტომატიზებული დანადგარისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის დარეგისტრირება დადგენილი წესების შესაბამისად/შეკვეთის პროგრამული ასახვა
** გაყიდვების დროს ნაშთების გათვალისწინება სხვადასხვა საწყობში
** სასაწყობე/სალაროს ფორმის ბეჭდვა
** საჭიროების შემთხვევაში, წარმოების გუნდთან უშუალო კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office, 1C

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** ავეჯის წარმოებისთვის საჭირო კომპეტენციების ცოდნა
** ნახაზების წაკითხვის უნარი
** შედეგზე ორიენტირება
** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება
** ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქტიულობა
** ლოგიკური აზროვნება

სამუშო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, დასვენება - კვირა დღე
** სამუშაო საათები: 09:15-18:15

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინდივიდუალური პროექტების კონსულტანტი."

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანია "ელთიბიში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |