სასტუმრო "გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი" - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.
სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.
გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია.
პოზიციის დასახელება: ბელბოი
ძირითადი მოვალეობები:
** ესალმება და იღებს სტუმრებს სასტუმროს სტანდარტების მიხედვით
** უხსნის სტუმარს ავტომობილის კარებს, იღებს ბარგს საბარგულიდან და მიაცილებს სტუმარს რეგისტრატურასთან
** სტუმრების შემოსვლა-გასვლისას მუდმივად სთავაზობს დახმარებას
** იცის და იღრმავებს ცოდნას სასტუმრო მომსახურებებზე და ღონისძიებებზე აწვდის ინფორმაციას სტუმრებს
** მიაქვს ბარგი სტუმრის ოთახში და უხსნის სტუმარს ოთახის განლაგებას და წესებს
** პასუხობს ტელეფონს სტანდარტის მიხედვით
** მუდმივად წესრიგში აქვს მისი სამუშაო ადგილი და ბარგის ოთახი
** აკონტროლებს შემოსასვლელს და მანქანების პარკირებას
** აკონტროლებს პარკინგის სისუფთავეს და მოწესრიგებულობას
** საკითხის მალე გადასაჭრელად, ატყობინებს ზედამხედველს სტუმრის ნებისმიერ პრობლემას თუ უკმაყოფილებას
საჭირო უნარები:
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა (რუსულად მეტყველება უპირატესობად ჩაითვლება).
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
მართვის მოწმობა და მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!