ჩვენ, ექაუნთინგ ლაბორატორია, სპეციალიზებულნი ვართ მაღალი დონის საბუღალტრო და საგადასახადო სერვისების მიწოდებაში სხვადასხვა კლიენტებისთვის. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენ ჩამოვყალიბდით, როგორც სანდო საკონსულტაციო ფირმა, რომელიც მხარს უჭერს ყველა ზომის ბიზნესს.
ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომელიც პროფესიულად ზრდის საშუალებას მოგცემთ. ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის ძალის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და განავითარეთ თქვენი უნარები ჩვენთან ერთად.
საკონსულტაციო კომპანია შპს "ექაუნთინგ ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
თუ შენც ჩვენი გუნდის სხვა წევრებივით გამოირჩევი შემდეგი პიროვნული თვისებებით:
** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტიანად მართვა.
და ინტერესდები შემდეგი მოვალეობებით:
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
** სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმება და გაანალიზება
** ფინანსური რეპორტების/ანგარიშების დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენა შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.
და ეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც მისაღებია:
** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა.
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Info@AccountingLab.ge
გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #3
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი: ტესტირება
III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან
აქვე გულახდილი რჩევაც, თუ მართლა გსურს ჩვენთან თანამშრომლობა, უმორჩილესად გთხოვთ, რეზიუმე ცარიელი მეილით არ გაგვიზიაროთ. ასეთ მეილებზე ვფიქრობთ, რომ ავტორს არც ჩვენი განცხადება აქვს დეტალურად წაკითხული და არც თანამშრომლობის ისეთი სურვილი, რომ 1 წინადადებით მაინც მოგვსალმებოდა.