www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური/წლიური/კვარტალური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
** მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფექტურობის შეფასება, ანალიტიკა;
** დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;
** კონკურენტების ფასების ანალიზი;
** ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
** სასურველია 1С ოპერაციული სისტემის გამოცდილება.
** რუსული (აუცილებელი) და ინგლისურის (კარგი) ცოდნა.

სხვა უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** ანაზღაურება 1200 - 1800 ლარი გამოცდილების შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების - ანალიტიკოსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |