შპს "ოცნება" (ს/ნ: 245403086) საწარმო "მეგადორსი", არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც ფლობს ISO სერტიფიკატს ლითონის და ხის კარის წარმოებაში. კომპანია ქართულ და ევროპულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან და აქტიურად თანამშრომლობს სამშენებლო მასალების ევროპულ მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიებთან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე: https://megadoors.ge/
შპს "ოცნება" (ს/ნ: 245403086) საწარმო "მეგადორსი", აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სოციალური მეცნიერებების ან/და შედარებით-ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით;
** მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ყველა კომპონენტი (წერა/კითხვა/მოსმენა/მეტყველება) მინიმუმ B2 დონე; ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS; TOEFL; FCE) ჩაითვლება უპირატესობად.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების დახვედრა და გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
** კომპანიის პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ან/და სამუშაო შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიან შეხვედრებში და მოლაპარაკებებში კომპანიის სახელით მონაწილეობა;
** კომპანიის სამუშაო ტაბელის აღრიცხვა და მისი მონიტორინგი;
** კომპანიის ხელმძღვანელი პირების საქმიანი შეხვედრების ორგანიზება (მათ შორის: ავია-ბილეთების და სასტუმროების დაჯავშნა)
** კომპანიაში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის აღრიცხვა; დასკანერება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
** საოფისე ჰიგიენური საშუალებების შეკვეთა და შეკვეთის მონიტორინგი;
** საკანცელარიო აქსესუარების შეკვეთა და მათი მონიტორინგი;
** კომპანიის კორესპონდენციის გაგზავნა, საქართველოს ფოსტასთან კომუნიკაცია;
** კომპანიის ელ-ფოსტების მონიტორინგი და შემოსული წერილების შესაბამის პირებთან გადაგზავნა.
** კვალიფიკაციის შესაბამისად, ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
** გულმოდგინე;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური/თავაზიანი;
ხელშეკრულების პირობები:
** პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა;
** ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში: პირველ თვე - 1000; მეორე თვე 1100; მესამე თვე - 1200; მეოთხე თვე - 1300; მეხუთე თვე - 1400; მეექვსე თვე - 1500. გამოსაცდელი ვადის წარმატების გავლის შემთხვევაში 1500.
** სამუშაოს შესრულების ადგილი - თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის ქუჩა N166
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
დამატებითი სარგებელი:
** კვებით უზრუნველყოფა
** კორპორაციული სასაუბრო ლიმიტი
** FitPass
** კორპორაციული დაზღვევა
შერჩევის პროცედურა:
** რეზიუმეების გადარჩევა 14 დღის განმავლობაში;
** გასაუბრება განცხადების გამოქვეყნებიდან მესამე კვირიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ-ფოსტაზე: info@megadoors.ge. ელ ფოსტის დასახელების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველად.
კომპანიაში რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პირადი მონაცემები შესაძლებელია დამუშავდეს პერსონალური მონაცემთა დაცვის საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ოცნება" საწარმო მეგადორსი წარმოადგენს კეთილსინდისიერ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორ საკონკურსო პირობებს ყველა დაინტერესებული კანდიდატისთვის.
გისურვებთ წარმატებებს.