www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.
.
ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო საინტერესო გარემოში, კონკურენტული შრომის პირობებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში
** სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმური შენაძენის კონტროლი
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი
** ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი
** მომხმარებელთან სისტემატური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე)
** აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** ყურადღებიანობა
** სწრაფი აზროვნება
** გუნდის მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
ანაზღაურება: 1300-დან + ბონუსი

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2023 წლის 5 ოქტომბრამდე. (არ დაგავიწყდეთ!!! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი)

გისურვებთ წარმატებას...



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |