www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კენ ვოლკერის კლინიკა
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერისტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** თავაზიანი ურთიერთობა კლინიკაში მომსვლელთან/სტუმართან, კლიენტთან;
** კლინიკის სტანდარტების მიხედვით მომხმარებლების მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება;
** სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება
** სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება
** საჭირო დოკუმენტაციის (ამბულატორიული ბარათი, ინვოისი, ვაუჩერი, საგარანტიო წერილი, მომსახურების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვა.) წარმოება და კლიენტებისათვის მიწოდება
** კლინიკის მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება და საჭირო ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე ატვირთვა);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |