"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
"BRUNCH BY GASTRONOME"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს სტიუარდის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის ყველა სტანდარტული ნორმების დაცვა
** ქიმიური ხსნარების მოხმარების კონტროლი და აღრიცხვა
** სამზარეულოს სრული ინვენტარის დასუფთავება, სანიტარიზაცია და მუდმივი კონტროლი (ჭურჭელი, გაზქურა, მაცივრები და ა.შ)
** გარეცხილი, გასტერილებული და სუფთა ჭურჭლის განთავსება ნორმების დაცვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ქიმიური ხსნარების მოხმარების ცოდნა
** სამზარეულოს ინვენტარის დასუფთავების სტანდარტების ცოდნა
პირობები:
** სამუშაო დღეების რაოდენობა: თვეში 15 დღე
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
** ლოკაცია: თბილისი (ბელიაშვილის ქუჩა)
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!