www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თეგეტა ეფრუვდი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა ეფრუვდის" გუნდში მღებავის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** შესაღები ავტომობილების ფერის იდენტიფიცირება;
** საღებავების შეზავება და საჭირო ფერის მიღების უზრუნველყოფა;
** გახარჯული საღებავების აღრიცხვა და კონტროლი;
** საღებავების აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ფერების შეზავების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სამღებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში რეკომენდაციების მიცემა ტექნიკური გუნდისათვის;
** დროის სწორი განაწილება სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით;
** უშუალო ხელმძღვანელებთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე სამუშაოების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სამღებრო-სათუნუქეს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
** საკუთარი სამუშაო გარემოს სისუფთავეზე პასუხისმგებლობა;
** ახალი ტექნიკური ინფორმაციებისა და მეთოდების მუდმივი შესწავლა;
** კომპანიის მიმდინარე სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების გავლა;
** კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ყველა პროცედურის დაცვა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** გამოცდილება საავტომობილო მიმართულებით.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=998

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |