კომპანია "კარგო სოლუშენსი" 2013 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს.
ასევე "კარგო სოლუშენსი" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.
კომპანია "კარგო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის მომსახურების გაცნობა;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** კონტრაქტორ კომპანიებთან/დამკვეთებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქსირებული + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@casogroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV -ში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!