www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში, ქარხნის ქიმიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, ჩოხატაური, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სასმელი, მინერალური წყლისა და უალკოჰოლო სასმელების ნედლეულისა და მზა პროდუქციის გეგმური და რიგგარეშე ქიმიური კონტროლის წარმოება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის ქიმიური ანალიზების დროულად და ზუსტად ჩატარება; გამოცდების შედეგების გაცემა შესაბამისი სამსახურისათვის;
** ქიმიური გამოცდებისათვის საჭირო ხსნარებისა და ინდიკატორების მომზადება.
** ქიმიური ანალიზებისათვის განკუთვნილი დანადგარებისა და საზომი აპარატურის გამართულობის კონტროლი; დაკვირვებების წარმოება, დანადგარების ანათვალების აღება;
** ქიმიური გამოცდებისათვის განკუთვნილი დანადგარებისა და საზომი საშუალებების შემოწმება და დარეგულირება.
** ქიმიური გამოცდების შედეგების მეთოდური დოკუმენტების დამუშავება და გაფორმება;
** ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და მზა პროდუქციის ანალიზების ჟურნალებისა და ფორმების დადგენილი წესების მიხედვით შევსება
** რეაქტივების, ტიტრიანი ხსნარების, ლაბორატორიული აპარატების, შესაბამის მდგომარეობაში ყოფნაზე ზრუნვა;
** რეაქტივების და ლაბორატორიის ჭურჭლის შემოსავალ-გასავლის აღწერა.
** ტექნიკურ დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა
** ქიმიურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ ან საბუნებისმეტყველო დარგებში;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** არაორგანული, ანალიზური და ორგანული ქიმიის ზოგად საკითხების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები (MS Office)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** დისციპლინირებული

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |