www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე.

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის
მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP/MYP/DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი: ევროპული სკოლის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლის სასადილოში მთელი დღის განმავლობაში სისუფთავის კონტროლი;
** ჰასპის სტანდარტების შესაბამისად სასადილოს მოწესრიგების უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ზოგადი განათლება
** ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** აკურატულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "დამლაგებელი" ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - 032 2 39 59 64.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს
წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი
თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |