www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია "დეკოლაინი" წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს. ასევე, არქიტექტურულ მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" გთავაზობთ:

** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრულფასოვან გაცნობას;
** სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
** თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.
** მრავალფეროვან, კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიკურ, საერთაშორისო გარემოში.
** სამშენებლო და სარემონტო პროექტირების სისტემის გაცნობის შესაძლებლობას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე (სარემონტო მიმართულებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალოდ ხელმძღვანელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და გეგმის მიხედვით განხორციელება
პროექტისთვის საჭირო მუშახელის მობილიზება
** პროექტისთვის საჭირო მასალების აღრიცხვა და წინასწარ დაგეგმილი ვადებით შესყიდვებში მოთხოვნის განხორციელება
** მასალების ოპტიმალური ხარჯვის კონტროლი, ობიექტზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი დასრულებული სამუშაოს შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება
** დამკვეთის მოთხოვნით ობიექტზე დაუგეგმავი ცვლილებების შემთხვევაში ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება და შესაბამისი ცვლილებების აქტის შედგენაში მონაწილეობის მიღება
** პროექტის მსვლელობისას ტექნიკურ მენეჯერთან პერიოდული კომუნიკაცია დაგეგმილ და ფაქტობრივ სამუშაოს შესაბამისობასთან დაკავშირებით
** კომუნიკაცია დამკვეთთან და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ხელმძღვანელის ჩართვა გადასაჭრელ საკითხებში
** ობიექტზე მომუშავე ხელოსნებთან ფინანსური ანგარიშსწორების უზრუნველყოფა
** შესრულებული სამუშაოების შესახებ სისტემატური რეპორტების წარმოება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad)

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@decoline.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |