www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს "ლიდერ-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

პირობები:

** დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი;
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს მერჩენდაიზერის საქმიანობას:

** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** დახლმაცივარში პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების პრიორიტეტების გათვალისწინება;
** პროდუქციისთვის გამოყოფილი ადგილების კონტროლი;
** მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ, 2023 წლის 4 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@liderfood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 585 88 93 39 ან 505 55 52 07.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |