www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩანტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"TNET" წარმოადგენს "თიბისი ჯგუფში" შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge, super app) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

"Vendoo"-ს გუნდში ვეძებთ მერჩანტებთან ურთიერთობის სპეციალისტს!

სამუშაო განაკვეთი: ორშ.-პარ., 10:00-19:00
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, fitpass, 4 day off წელიწადში

ფუნქცია-მოვალეობები:

** მერჩანტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია შეკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** მერჩანტ პორტალზე მარაგების გადამოწმება/დაკორექტირება;
** RS-ის პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |