www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს - ჭურჭლის მრეცხავს სკოლის კაფეტერიისთვის.

ჭურჭლის მრეცხავი:

** კაფეტერიაში არსებული ჭურჭლის დარეცხვა და განკუთვნილ ადგილას განთავსება;
** სამუშაო სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით;
** დასაქმებული ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები, სანიტარული და უსაფრთხოების წესები.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან/და შევსებული სააპლიკაციო
ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ჭურჭლის მრეცხავი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |